სიმონ ნოზაძე – არ მგონია, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული

Read Time:52 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელოდება.

კითხვაზე მოუწევს თუ არა დეპუტატების ნაწილს უმრავლესობის დატოვება, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

„არ მგონია, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული. მე არც ჩემს პოზიციას ვმალავ. ჩემი პოზიცია ისეთია, როგორიც ხაშურელი ამომრჩევლის პოზიცია. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ბევრ კითხვას ბადებს, საზოგადოებრივ აზრს ყველამ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თვითონ მოსამართლეებმაც. უმრავლესობის ამ დიდ შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩემი პირველი დასწრებაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სამომავლო გეგმებზე მსჯელობაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება – რა უნდა გაკეთდეს 2018 წელს, რომ პარტია გაცილებით გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს“, – განაცხადა სომონ ნოზაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე გამორიცხავს თუ არა უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვას, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ შეცდომა შეიძლება, ყველამ დაუშვას.

„შეცდომის უფლება ყველას გვაქვს. გააჩნია მათი, მათ შორის ეკა ბესელიას პოზიცია როგორი იქნება. რამდენჯერაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე გარიცხვა არ შეიძლება. გუნდი იმიტომ არის, რომ გუნდის შიგნით იქნება მსჯელკბა და განსხვავებული აზრიც იქნება“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან გოგიჩაიშვილი – მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას მოსახლეობის კონსენსუსი ამაგრებს
Next post ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება