სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ შეხვედრები ფოცხოში გამართა

Read Time:40 Second

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან
გია ადამიასთან, მაჟორიტარ კანდიდატთან კაპიტონ ტორჩინავასთან და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატთან საბა ოდიშარიასთან
ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ფოცხოში არაერთი
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა,
მიმდინარეობს და იგეგმება.
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“
გათვალისწინებული 68 პროექტი განხორციელდა: რეაბილიტირდა საექიმო
ამბულატორია, მოიხრეშა შიდა საუბნო გზები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა,
ცენტრალურ გზაზე ბეთლემის მიმართულებით დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი,
რეაბილიტირდა სტიქიის ობიექტები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლეძაძამე-ფოცხოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
უახლოეს დღეებში, 5 ლოკაციაზე, ზემო ფოცხოს შიდა გზებზე დაიწყება ცემენტო-
ბეტონის საფარის მოწყობა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფელ ფოცხოში – გზების
მოხრეშვა.
,,მე და ჩემი გუნდი ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ სენაკის
მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის განვითარება უფრო
საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს” –
აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

#განვითარებაყველარეგიონს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია
Next post ანგელა მერკელი – ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები საჭიროა