ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია

Read Time:59 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში  ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.

„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას  მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფორმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს.

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგების მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა. როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, აბსურდულია თავისი შინაარსით. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ამ პუნქტებით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები თუ რა სახით შეიძლება, დაკორექტირდეს.

ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა
Next post სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ შეხვედრები ფოცხოში გამართა