სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა

Read Time:35 Second

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრობის კანდიდატებთან – საბა ოდიშარიასთან და ლევან უჩანეიშვილთან ერთად,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არსებულ
გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კანდიდატი ეკის ადმინისტრაციული ერთეულის
ამბულატორიაში მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ
მოსახლეობას შეხვდა. მათთან საუბრისას გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები,
რომელთა მოგვარებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ან სამომავლოდ დაიგეგმა. ასევე
ისაუბრეს დროულ ვაქცინაციაზე, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტურ, უსაფრთხო
და უალტერნატივო საშუალებაზე.
​,,მინდა, ექიმ-ეპიდემიოლოგების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო.
საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, სენაკის
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი
ბრძოლის წინა ხაზზე დგას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი
პროფესიონალიზმით, სასწაულის ტოლფას საქმეს აკეთებს საზოგადოების და ქვეყნის
დასაცავად” – აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ
Next post ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირებაზე შეთანხმება შედგა, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია