ალეკო ელისაშვილი – საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

Read Time:30 Second

საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო ბარიერი, ეს უნდა იყოს დაბალი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საარცევნო ბარიერი ორ პროცენტზე მეტი თუ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, რათა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მოსახლეობის განწყობები ადეკვატურად ასახული პარლამენტის შემადგებლობაში. თუ „ქართულ ოცნება“ ორ პროცენტზე მეტს შემოიტანს, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით, მცირდება საარჩევნო ბარიერი, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ხვალ იგეგმება. პროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 16,8%-ია სრულად ვაქცინირებული
Next post სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა