ანგელა მერკელი – ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები საჭიროა

Read Time:23 Second

იმ ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებებია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „თალიბანთან“ ღია პოლიტიკური დიალოგის მომხრეა, რადგან ქვეყანაში ისინი ერთადერთ ძალას წარმოადგენენ.

მერკელის განცხადებით, დიალოგი ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს შეუწყობს და კარგი სიგნალია, რომ ქაბულის აეროპორტი ფრენებისთვის ისევ გაიხსნა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გასულ კვირაში თქვა, რომ გერმანიას შეუძლია, გახსნას დიპლომატიური ოფისი ქაბულში, თუ თალიბები პატივს სცემენ „ადამიანისა და ქალების ფუნდამენტურ უფლებებს“ სხვა პირობებთან ერთად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ შეხვედრები ფოცხოში გამართა
Next post ალექსანდრე გოგინავა: უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ წარმოადგენს ამ ეტაპზე დაცვის საშუალებას, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა