“საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემით …

Read Time:1 Minute, 1 Second

კახა კალაძე: “საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი: გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია – მთლიანად ყველა ხარჯს, რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე, ეს ადამიანი იღებს თავის თავზე.

მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.

მე არაერთხელ მისაუბრია იპოდრომის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის მწვანე სივრცე დედაქალაქში პარკის სახით არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება, ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და თქვენ იცით, რომ მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შედეგად გადმოეცა საჩუქრად, და აქ მოეწყობა ძალიან მაგარი ცენტრალური პარკი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც, ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის.

პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები, კერძოდ, ფრანგული ბაღი და ბოტანიკური ბაღი, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, 50%-იანი მატება გამოვა
Next post რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ თვითაღიარების კამპანია თვითგანადგურების კამპანიით დასრულდება