რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ თვითაღიარების კამპანია თვითგანადგურების კამპანიით დასრულდება

Read Time:53 Second

როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკიდან გადავა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

„რომ კითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?! მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი – ოკუპანტი!

მაგრამ, როცა საერთაშორისო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას; როდესაც ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობდნენ, რომ ომის დაწყება დააბრალონ ქართველ სამხედროებს და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ვაკრიტიკებთ ცალკეულ პირებს, ესენი ცდილობენ, რომ დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ ამ მოწოდებების არგაზიარება.

ყველაფერი ეს არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკიდან გადავა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით“, – წერს რატი იონათამიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემით …
Next post ჯო ბაიდენი „ალ ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაციაზე – სამართლიანობამ იზეიმა და ტერორისტების ლიდერი აღარ არის