ჯო ბაიდენი „ალ ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაციაზე – სამართლიანობამ იზეიმა და ტერორისტების ლიდერი აღარ არის

Read Time:33 Second

სამართლიანობამ იზეიმა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არის, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერის, აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდირებას.

მან სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალ ზავაჰირის ოჯახი დაზვერვამ მიმდინარე წლის დასაწყისში ქაბულში აღმოაჩინა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის არც ერთი ოჯახი წევრი და სამოქალაქო პირი სპეცოპერაციის შედეგად არ გარდაცვლილა.

როგორც ცნობილია, ალ ზავაჰირი 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმების კოორდინირებაში იღებდა მონაწილეობას.

აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ თვითაღიარების კამპანია თვითგანადგურების კამპანიით დასრულდება
Next post საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი