ირაკლი ღარიბაშვილი – 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, 50%-იანი მატება გამოვა
2026 წლამდე ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სექტემბერში მთავრობა მიმართავს პარლამენტს და მოახდენს ბიუჯეტის კორექტირებას.
„ბიუჯეტი გაიზრდება ვინაიდან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება.
ჩემი დავალებით, წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესირგება. იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, გვაქვს კარგი ინიციატივები რომლებსაც გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ და მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პრემიერი: უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ
„ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, -...
მიხეილ ყაველაშვილი: სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ
"არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან," - ამის...
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...