საქართველოში 247 205 მოქალაქე სესხის გადახდისუუნაროა

Read Time:56 Second

ისინი სესხის გადახდას ვერ ახერხებენ და ე.წ. ”შავ სიაში” არიან.  მოსახლეობის 6, 64% კი, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, რეფინანსირების ძიებაშია, ჩრდილოვან გარიგებაზე წასვლის რისკის ქვეშ დგას.

ქვეყანაში ყოველ მესამე მოქალაქეს ბანკში კრედიტი აქვს აღებული. არიან ისეთებიც, რომლებიც ლომბარდებს, უარეს შემთხვევაში კი კერძო მევახშეებს მიმართავენ.

სახელმწიფომ სესხის გაცემის პირობები გაამკაცრა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, პრობლემები შეიძლება შეექმნათ თვითდასაქმებულებსაც. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურებას ვერ შეძლებს.  დიდი ალბათობით, ბანკების ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდებათ.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ასეთი მოქალაქე ქვეყანაში მილიონზე მეტი იყო.  შესაბამისად, მათი უმრავლესობა კვლავ ლომბარდებისა და არასაბანკო სექტორის იმედად დარჩება.

რეფორმისთვის პრობლემატურად შეიძლება იქცეს შემოსავლების საკითხი.  სამომხმარებლო სესხების ნაშთების მზარდი მოცულობა აჩვენებს, რომ მოქალაქეებს ყოველთვიური შემოსავალი არ ყოფნით და დამატებითი სახსრების მოძიება სჭირდებათ. ექსპერტების თქმით, ვითარებას ართულებს ლარის დევალვაცია და ინფლაციის დონეც.

ახალი რეგულაციით ბანკებს გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის გარეშე, სესხად, საზედამხედველო კაპიტალის მხოლოდ 25 % გაცემა შეეძლებათ. მომხმარებლებს კი ბანკში სახელფასო ამონაწერის გარდა, შესაძლოა საშემოსავლო სამსახურიდან ცნობა და სხვა დამატებითი დოკუმენტაციაც მოსთხოვონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს
Next post მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტი გაფორმდება