საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Read Time:1 Minute, 9 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით
გურგენიძემ და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღეს პირველი
ეროვნეული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში. ამის
შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და
ჟიული შარტავას საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა ჟიული შარტავას
საზოგადოების თავმჯდომარემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და
ჟიული შარტავას საზოგადოების თამჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას ეროვნული გმირის
სახელის უკვდავყოფისთვის გამართული ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც
დავით გურგენიძემ აღნიშნა, ჟიული შარტავა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის
მაგალითია, რომლის სახელი უნივერსიტეტის ისტორიაში სამარადისოდ დარჩება.
„მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა საშუალება, ჟიული შარტავას
თანამებრძოლების, მეგობრების, ოჯახის წევრების მონაწილეობით გავხსნათ
საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური დაფა და გავიხსენოთ ადამიანი,
რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ
მოგონებები გმირებზე და რაც მთავარია, მათ მაგალითად ყოველთვის უნდა ჰქონდეთ
ისეთი გმირების ცხოვრება, როგორიც იყო ბატონი ჟიული. ჟიული შარტავა უშიშრად
შეეგება სიკვდილს, ის არის თავდადების, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულის მაგალითი.
მან ამ თავგანწირვით მომავალ თაობებს ერთგვარად უანდერძა, რომ ბრძოლა ყველაზე
წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება დედა-სამშობლოს და ჩვენ, ყველა ერთად,
აფხაზ ძმებთან ერთად სოხუმში მივაგებთ პატივს თავისუფლებისათვის დაღუპულ
გმირებს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ეროვნული
ოლიმპიურ კომიტეტს და ჟიული შარტავას საზოგადოებას ღონისძიების
ორგანიზებისთვის და აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ყოველთვის შეიტანს წვლილს მამულიშვილურ საქმიანობაში“, – განაცხადა დავით
გურგენიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ჟიული შარტავას თანამებრძოლებმა და
მეგობრებმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სიახლე არავისთვისაა, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ
Next post პრემიერი: უწმიდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა – ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა