საქართველოს საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება

Read Time:59 Second

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიის „რაფაელის“ წარმომადგენლებთან განიხილა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის საუბარი შეეხო პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლას.

„რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს, ასევე აწარმოებს ექსპორტსაც.

ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

ელბიტ სისტემები“ მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემების განვითარებაზე მუშაობს და თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებს.

შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლას 22 ადამიანი გააგრძელებს
Next post გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს