საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში სენატორ მაიკ ბრაუნს შეხვდა

Read Time:34 Second

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა სენატორ მაიკ ბრაუნთან (რესპუბლიკელი, ინდიანას შტატი).
ქართულმა მხარემ სენატორს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების საქმეში, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს.
ინსტიტუციური და დემოკრატიული გაძლიერების საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას. არსებობს მყარი გარანტიები იმისა, რომ კონგრესი ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გამყარებაში დაეხმარება საქართველოს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ყველა ერთმანეთის ნათესავი, ერთი ოჯახი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან” – ოჯახების სარჩენად წამოსული წესიერი და პატიოსანი ადამიანები
Next post ვინ არიან დები, რომლებიც, “ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ფარული კადრების საქმეზე დააკავეს