სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა

Read Time:54 Second

2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო  შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური  სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს  თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

 

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი

რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი

მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი

ტელეკომპანია პირველი – 1.2 მილიონი ლარი

სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი

ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი

პოსტვ – 0.7 მილიონი ლარი

ჯი-დი-ეს თი-ვი – 0.6 მილიონი ლარი

რ.ბ.ჯ – 0.2 მილიონი ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.2 მილიონი ლარი

სხვა – 1.0 მილიონი ლარი

 

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

 

რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: შესაძლოა „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მივიღოთ
Next post კახა კალაძე: ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ