თამარ გაბუნია: შესაძლოა „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მივიღოთ

Read Time:25 Second

მოსალოდნელია, „კოვაქსის“ პლატფორმიდან საქართველომ მოკლე ხანში „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ დოზები მიიღოს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ასევე „ფაიზერის“ დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მიბილიზებაზე. ეს ყველაფერი საბჭოსთან შეთანხმდა. ასევე გასული კვირის განმავლობაში „ნოვოვაქსისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა მწარმოებელთან, იმისთვის, რომ ვაქცინების საჭირო დოზები მივიღოთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ
Next post სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა