კახა კალაძე: ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ

Read Time:47 Second

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ისტორიული არეალები – ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება სჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული, იმიტომ, რომ ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია გუნდის დაპირება იყო და ის წარმატებით ხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა
Next post ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული