სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

Read Time:37 Second

თბილისის საქალაქო სასამართლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ოთხი პირის მიმართაც ბრალდება ანალოგიურია – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა ძალადობრივი და ძალადობის მუქარით, ასევე დევნა ძალადობით და ძალადობის მუქარით. დღევანდელ შემთხვევაშიც პროკურატურა ითხოვს პატიმრობის გამოყენებას.

დღეს ოთხი ბრალდებულის საქმეზე დაზარალებული მხარე არის „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მტკიცებულებებს რაც შეეხება, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის სტატუსი 29 ჟურნალისტს აქვს მინიჭებული. ასევე გამოსაკითხია ჟურნალისტთა გარკვეული რაოდენობა. ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე – პრეზიდენტმა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება
Next post ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას აქვს კომპლექსი, კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, ვაითუ ამომრჩევლის ხმები დაკარგონ