რომან გოცირიძე – პრეზიდენტმა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება

Read Time:45 Second

ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევი საკონსკურსო კომისიის შემადგენლობას თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ხუთი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

გოცირიძის თქმით, პრეზიდენტს ისეთი კომისია შეუდგინეს, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელ კანდიდატურას წარმოადგენდა.

„ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა შარლ მიშელის შეთანხმების. ახლა ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებენ, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს პირველი-მეორე მაღალი კვორუმით და იქნება დროებითი, ექვსთვიანი ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დაბალი კვორუმით „ქართული ოცნების” მიერ იქნება დამტკიცებული.

ფაქტობრივად, ეს არის ამ პროცესის ჩაშლა. პრეზიდენტმა ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხება. ეროვნულ ბანკში ორი კანდიდატურა წარმოადგინა, რადგან წინა ორი ჩაუგდეს, დაამცირეს და ახლა მთავრობის კანდიდატურა შემოვიდა მინისტრების მოადგილეების სახით. პრეზიდენტს რომ ვუთხრათ, ცესკო-ს თავმჯდომარე არ წარმოადგინო-თქო, ფორმალობა იქნება, რადგან ის არის მორჩილი ადამიანი და თავის ფუნქციას ავტონომიურად ვერ ასრულებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში
Next post სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს