ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას აქვს კომპლექსი, კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, ვაითუ ამომრჩევლის ხმები დაკარგონ

Read Time:47 Second

ოპოზიციას აქვს კომპლექსი, კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, ვაითუ ამომრჩევლის ხმები დაკარგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა.

„ეს პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყო. წარმოდგენილ კანდიდატებს არ ვიცნობ. როცა პარლამენტს წარედგინება, განხილვაში ჩავერთვებით. კანდიდატები პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ შეარჩია. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ერთი რაიმე ინიციატივა მითხარით, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ასეთი არ არის, რადგან მათ აქვთ კომპლექსი და იმის საშიშროება, რომ ვაითუ, ამომრჩეველმა ვერ გაუგოს და კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, მათი ხმები დაიკარგება. ეს მათი პრობლემაა, ეს მათი არჩევანია. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა. კანდიდატის შერჩევა თუ ხმათა ორი მესამედით ვერ მოხდება, არის მექანიზმი, რომელიც ჩაირთვება და უმრავლესობა აირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს.

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თამარ ჟვანიას მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართალი ყოფილა და პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმულაში იყო? ამისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
Next post სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატოსკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი