ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კარნახით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამორჩევასთან არის დაკავშირებული.

საპატრიარქოს ცნობით, ტექსტი ჩაწერილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევიდან მეორე დღეს (24.11.2017).

„ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება, მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი.

ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა. როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია. როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არა აქვს კანონებს.

პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგ., ჩემს შემთხვევაში დავითმა, პატრიარქმა, რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.

ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე, დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს: გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.

მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება, შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.

პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.

ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელ კაცი – ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას, თუმცა შესაძლოა, კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება ირანის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხეების მოსაშორებლად

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას ირანთან, თუმცა შესაძლოა, „მალე კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება“ ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი „ეგზისტენციალური საფრთხეების“ მოსაშორებლად, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე დარტყმები მიიღო, რომელმაც ის ყველა სფეროში წლებით უკან დახია.„აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კოორდინაციით, ხელმძღვანელობს ძალისხმევას, რათა კამპანიის მიზნები ისე დასრულდეს, რომ ირანი აღარ იყოს საფრთხე ისრაელის, შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს არსებობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას და უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერას, მაგრამ შესაძლოა, მალე კვლავ მოგვიწიოს მოქმედება მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

ირანის ელჩი:ახალი აგრო-მოდელი ირანში იმპორტის შემცირებისთვის 2 000 სანიმუშო მეურნეობას ქმნის

,,სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად 2 000 სანიმუშო მეურნეობის შექმნა დაიწყოსაინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ოთხშაბათის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მინისტრის მოადგილემ, ყოლამრეზა გოლ მოჰამადიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის მთავარი მისია პროდუქტიულობის გაზრდა იქნება. მან ასევე ახსენა ირანის უზენაესი ლიდერის მიერ მიმდინარე წლისთვის მინიჭებული სახელწოდება - „წინააღმდეგობის ეკონომიკა ერთიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების ჩრდილში“. ეკონომიკის მინისტრის მოადგილკს გამცხადებით, რომ წინააღმდეგობის ეკონომიკის გასაძლიერებლად 9 ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზეა. ეს პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა თესლის წარმოება და სელექცია, გვალვისა და წყლის დეფიციტის მართვა და წარმოების სხვა ძირითად მიმართულებებს. გოლ მოჰამადიმ, განათლებისა და ექსტენციის სფეროში ორგანიზაციის ახალ მიდგომებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებამ წელს ორი ახალი პროექტი წამოიწყო: 1. კვლევისა და განვითარების ფერმების დანერგვა ხუთ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში 2. სანიმუშო მეურნეობის მოდელის შექმნა მოწინავე ფერმერების, კერძო სექტორისა და TAT- ის (სოფლის მეურნეობის კვლევის, განათლებისა და ექსტენციის ორგანიზაცია) ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ბაზის მონაწილეობით. ამ პროგრამის ფარგლებში 2 000 სანიმუშო მეურნეობა ამოქმედდა. გოლ მოჰამადის თქმით, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პროდუქტიულობის გაზრდაში, დანახარჯების შემცირებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ზაფრანის, ბრინჯისა და ფსტის კულტივაციის გაფართოებაზე. მისივე თქმით, ზეთოვანი კულტურების სფეროში დაინერგა ახალი მცენარე სახელმწოდებით „კამელინა“, რომელიც რაფსთან შედარებით ნაკლებ წყალს მოიხმარს და უფრო გამძლეცაა. წელს ამ მცენარის ნათესების ფართობი დაახლოებით 7 000 ჰექტარს მიაღწევს. თითოეული ჰექტარიდან თითქმის 1 ტონა ზეთი იწარმოება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ზეთის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა

შვიდი წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.„სიენენის“ ინფორმაციით, American Airlines-ის პირველი რეისი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, მაიამიდან კარაკასში, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.ამერიკული ავიახაზების რეისიები ვენესუელის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის უმეტესობას მედიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები შეადგენდნენ.როგორც მედია წერს, ავიაკომპანიამ ფრენების განახლების სურვილი იანვარშივე გამოთქვა, იმავე დღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა ტრანსპორტის დეპარტამენტს ვენესუელაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ნაბიჯების გადადგმა დაავალა.„სინენის“ ცნობით, ვენესუელაში გამგზავრების საფასური თარიღისა და ბილეთის ტიპის მიხედვით იცვლება, თუმცა ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენს.ამასთან, მარტის ბოლოს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მალე აშშ-ის საელჩო კარაკასში ფუნქციონირებას განაახლებს.ცნობისთვის, სამი იანვრის ღამეს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის „დელტა ფორსმა“ ვენესუელაში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. მას შემდეგ ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი მართავს.

აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელს უყწობს

ვლადიმერ პუტინმა ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა სენატორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.კეინმა უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე მოსმენის საჯარო ხასიათის მოტივით, თუმცა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებები მიმდინარეობს“.კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი დაეთანხმა ამ მოსაზრებას.„ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი სერიოზულ ზომებს იღებს ირანში წარმატების მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის შესასუსტებლად“, – განაცხადა ვიკერმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.39 წლის ნიკა მაჭარაშვილი ბოლოს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე იმყოფებოდა.ის მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იგი ირიცხებოდა.

ბოლო სიახლეები