,,სპორტული საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ომის პერიოდში; როდესაც ჩემპიონებმ დახმარების კამპანია წამოიწყეს
საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების წევრებსა და ცნობილ სპორტსმენებს, თავიანთი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე, შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ ტალღის ან კამპანიის წამოწყებაზე.
ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის თავდასხმამ და მისგან გამოწვეულმა ნგრევამ კამპანიაში სპორტსმენების ჩართვა განაპირობა, რამაც დააჩქარა თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის პროცესი.
ცხადია, რომ ბოლო ომში ჩვენი ქვეყნის „წითელი ნახევარმთვარის“ ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დაბომბვების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი თანამემამულეების დახმარებასა და გადარჩენაში. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მაშველთა მნიშვნელოვან ნაწილსაც ხალხისგან შემდგარი მოხალისეობრივი ძალები შეადგენენ. სწორედ ამიტომ, წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „ჩვენი ირანის სახალხო ფრონტი“.
პოპულარობა და გავლენა, რომლითაც ეს ჩემპიონები საზოგადოებაში სარგებლობენ, წარმოადგენს უზარმაზარ რესურსს სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფედერაციებს, სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ კიდევ არ შეუძლია სრულად გამოიყენოს არსებული პოტენციალი, რის გამოც, ამ მიმართულებით უფრო სისტემატიური გეგმის შემუშავებაა საჭირო.
ხსენებული რესურსი სხვა კრიზისების დროსაც უფრო ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული – ეს არის უგულებელყოფილი პოტენციალი, რომელსაც ირანულ სპორტში აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა”-ამის შესახებ ირანის ელჩი წერს.

