პარასკევი, მაისი 1, 2026

ირანის ელჩი:ახალი აგრო-მოდელი ირანში იმპორტის შემცირებისთვის 2 000 სანიმუშო მეურნეობას ქმნის

,,სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად 2 000 სანიმუშო მეურნეობის შექმნა დაიწყო
საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ოთხშაბათის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მინისტრის მოადგილემ, ყოლამრეზა გოლ მოჰამადიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის მთავარი მისია პროდუქტიულობის გაზრდა იქნება. მან ასევე ახსენა ირანის უზენაესი ლიდერის მიერ მიმდინარე წლისთვის მინიჭებული სახელწოდება – „წინააღმდეგობის ეკონომიკა ერთიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების ჩრდილში“.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილკს გამცხადებით, რომ წინააღმდეგობის ეკონომიკის გასაძლიერებლად 9 ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზეა. ეს პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა თესლის წარმოება და სელექცია, გვალვისა და წყლის დეფიციტის მართვა და წარმოების სხვა ძირითად მიმართულებებს.
გოლ მოჰამადიმ, განათლებისა და ექსტენციის სფეროში ორგანიზაციის ახალ მიდგომებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებამ წელს ორი ახალი პროექტი წამოიწყო:
1. კვლევისა და განვითარების ფერმების დანერგვა ხუთ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში
2. სანიმუშო მეურნეობის მოდელის შექმნა მოწინავე ფერმერების, კერძო სექტორისა და TAT- ის (სოფლის მეურნეობის კვლევის, განათლებისა და ექსტენციის ორგანიზაცია) ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ბაზის მონაწილეობით.
ამ პროგრამის ფარგლებში 2 000 სანიმუშო მეურნეობა ამოქმედდა. გოლ მოჰამადის თქმით, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პროდუქტიულობის გაზრდაში, დანახარჯების შემცირებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ზაფრანის, ბრინჯისა და ფსტის კულტივაციის გაფართოებაზე. მისივე თქმით, ზეთოვანი კულტურების სფეროში დაინერგა ახალი მცენარე სახელმწოდებით „კამელინა“, რომელიც რაფსთან შედარებით ნაკლებ წყალს მოიხმარს და უფრო გამძლეცაა. წელს ამ მცენარის ნათესების ფართობი დაახლოებით 7 000 ჰექტარს მიაღწევს. თითოეული ჰექტარიდან თითქმის 1 ტონა ზეთი იწარმოება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ზეთის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში”-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, იზრდება სანქციები:უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესები2026 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ.1 მაისიდან ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში.დამსაქმებლებს ევალებათ დაასაბუთონ უცხოელი თანამშრომლის აყვანის აუცილებლობა და მიიღონ შესაბამისი ნებართვა.ვენახის გაშენებაზე ახალი რეგულაცია„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით:კომერციული მიზნით ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობით;თვითნებურად გაშენებული ვენახიდან მიღებული პროდუქციის კომერციული რეალიზაცია შეუძლებელი იქნება;რეგულაცია არ ეხება პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ვენახებს;ნებართვა გაიცემა უფასოდ. საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება100 ლარამდე იზრდება ჯარიმა გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, ამასთან მართვის მოწმობაზე 20 ქულა დაიკლებს;50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ქულათა შემცირება — 10 ქულა;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის;დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება რიგ ქალაქებსა და კურორტებზე;„დრიფტის“ შემთხვევაში, თუ მოხდა მსუბუქი დაზიანება — 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების შეჩერება 6 თვით;განმეორებითი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან საცობი — 300 ლარი და 30 ქულის დაკლება;თბილისში N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის, თუ დანიშნულება დედაქალაქი არ არის — 500 ლარიანი ჯარიმა. იცვლება „სილქნეტის“ ტარიფებისილქნეტი აცხადებს, რომ 1 მაისიდან იცვლება მომსახურების პირობები:სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებში მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება;ულიმიტო პაკეტების ღირებულება იზრდება;ცვლილებები შეეხება მობილურ ინტერნეტს, ოპტიკურ ინტერნეტსა და ტელევიზიას.

მოჯთაბა ხამენეი – სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის

სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ავრცელებს.ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეის ახალი განცხადება გაავრცელა.ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა თავის „ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს“ დაიცავს.„90 მილიონი ამაყი ირანელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ირანის იდენტობაზე დაფუძნებულ, სულიერ, ჰუმანურ, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ეროვნულ რესურსებად მიიჩნევს და მათ ისე დაიცავს, როგორც ისინი ქვეყნის წყლებს, ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს იცავენ“, - აცხადებს ხამენეი.ასევე, ხამენეის თქმით, ჰორმუზის სრუტის „ახალი ხელმძღვანელობა ყველა ქვეყანას მშვიდობას, პროგრესსა და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“.მოჯთაბა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანი სპარსეთის ყურეს დაიცავს და „მტრის მიერ საზღვაო გზების ბოროტად გამოყენებას“ დაასრულებს.„ჩვენ სპარსეთისა და ომანის ყურეებში ჩვენს მეზობლებთან საერთო ბედისწერა გვაკავშირებს. უცხოელებისთვის, რომლებიც სიხარბისა და ბოროტების განზრახვით ათასობით კილომეტრიდან მოდიან, აქ ადგილი არ არის - გარდა ამ წყლების ფსკერისა“, - აღნიშნავს ირანის უზენაესი ლიდერი.

გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, ჟენევის ფორმატის ახალ „ნეიტრალურ“ ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე „კონფიდენციალური“ მოლაპარაკებების შესახებ, უკიდურესად საგანგაშოა, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.თვეებია “ქართული ოცნება“ მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს „გამოძიება“ სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის  ბრალდებებს, რაც ადასტურებს „ოცნების“ თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული „ნეიტრალური“ ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას „ოცნება“ ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?,- წერს გახარია.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესი შეიცვალა – როგორ ჩაირიცხება აპლიკანტი

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის წესი შეიცვალა — სიახლეზე გადაცემაში „ახალი დღე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურა ოშხნელმა და კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორმა, ნინო ქავთარაძემ ისაუბრეს.ზურა ოშხნელის განმარტებით, 2026 წლიდან კოლეჯებში, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში, მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით ჩატარდება.მისივე თქმით, მეოთხე დონის პროგრამები ძირითადად ერთწლიანი კურსებია, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დიპლომით დასტურდება და სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას იძლევა. მეხუთე დონის პროგრამები კი უმაღლესი პროფესიული პროგრამებია, უმეტესად ორწლიანი, ასევე სრულად დაფინანსებული და იგივე შეღავათებით.როგორც ოშხნელი აღნიშნავს, მეხუთე დონის ყველა პროგრამაზე გამოცდების ჩატარება მთლიანად ეროვნულმა ცენტრმა აიღო თავის თავზე, ხოლო მეოთხე დონის ნაწილზე — კოლეჯების გადაწყვეტილების მიხედვით. აპლიკანტებმა რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ, თუმცა გამოცდის საფასური — 10 ლარი — 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ.პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტებს ერთ-ერთი განსაზღვრული საგნის არჩევა მოუწევთ. მაგალითად, „მულტიმედია რეპორტიორობის“ პროგრამაზე ჩასაბარებლად კანდიდატს შეუძლია აირჩიოს სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ლიტერატურა, მათემატიკა ან ისტორია — ამ საგნებიდან ერთის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ის პროგრამაზე ჩაირიცხება.ზურა ოშხნელი ასევე აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ პარალელურად აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული პროგრამები, თუმცა აუცილებელია, რომ უნივერსიტეტისთვის არჩეული მესამე საგანი შეესაბამებოდეს პროფესიული პროგრამის მოთხოვნებს.ნინო ქავთარაძის განცხადებით, ახალი სისტემა აპლიკანტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. მისი თქმით, წელს პირველად გახდა შესაძლებელი ერთდროულად როგორც უნივერსიტეტში, ისე პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება, რაც ახალგაზრდებს აძლევს შანსს, განათლების სისტემის მიღმა არ დარჩნენ და უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერა.მისივე თქმით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისას გადამწყვეტი სწორედ არჩევითი საგნის ქულაა, ხოლო მინიმალური ბარიერი შედარებით დაბალია, რაც ჩარიცხვის შანსებს ზრდის. ქავთარაძე ასევე აღნიშნავს, რომ კოლეჯები მზად არიან აპლიკანტებს გაუწიონ კონსულტაცია და დაეხმარონ სწორი არჩევანის გაკეთებაში.რეგისტრაცია 11 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შესაბამის გზამკვლევებსა და კოლეჯებში შეუძლიათ. 

ბოლო სიახლეები