დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას, აუცილებლად უნდა ჩააბაროს კოგნიტური უნარების გამოცდა.
მისივე თქმით, მსგავსი გამოცდა რომ ჰქონოდათ ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენის, ისინი მას ვერ ჩააბარებდნენ.
ტრამპის თქმით, კოგნიტური უნარების გამოცდა თავად სამჯერ ჩააბარა.
„პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, რბოლაში ჩართვამდე კოგნიტური უნარების გამოცდა ჩააბაროს! ამით ჩვენ არ გაგვიკვირდება, თუ ბარაკ ჰუსეინ ობამას ან მძინარა ჯო ბაიდენის მსგავსი ადამიანები „აირჩევიან“. ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა! პრეზიდენტობის ჩემი („სამი!“) ვადის განმავლობაში გამოცდა სამჯერ ჩავაბარე და სამივეჯერ წარმატებით – მიღწევა, რომელიც ექიმების თქმით, ერთ გამოცდაზეც კი იშვიათად თუ განხორციელებულა!”,- წერს დონალდ ტრამპი.

