გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს და თეირანისთვის სანქციების სახით ზეწოლის გაძლიერებას ემხრობა.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ყველასთვის უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მოაქვს.
„ჩვენ ასევე ვალდებული ვართ, სასწრაფოდ დავასრულოთ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. თუ აუცილებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული, გერმანია მზადაა სამხედრო ზომებისთვის ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. გასულ კვირას, კვიპროსში ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ მე მოვუწოდე თეირანზე სანქციების ზეწოლის კიდევ ერთხელ გაძლიერებისკენ, რადგან ჰორმუზი დაბლოკილი თუ დარჩება, ეს ყველა ჩვენგანისთვის უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს გამოიწვევს. ჩვენი გზავნილია, რომ ირანი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა შეწყვიტოს დროის მოგება და აღარ უნდა ჰყავდეს მთელი რეგიონი და, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო მძევლად. ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

