რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა

Read Time:55 Second

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში  „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“  რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი –  უსასყიდლოდ გადასცა.

გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’  და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

მალხაზ თორიამ „როტარი“ კლუბის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს  პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის.

„რუხის კლინიკამ ერთი წლის წინ იტვირთა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაშინ როცა რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე, რომელიც მთელ მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო და არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ კლინიკა, სადაც ამ უხილავ მტერს გავუმკლავდებოდით და მოქალაქეების მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი – რეგიონში არ გვქონდა. მაშინ ჯანდაცვის უწყების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუხის კლინიკის გახსნის შესახებ და უმოკლეს პერიოდში აღიჭურვა ტექნიკით. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუხის პერსონალს, მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს“, რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელი კარანტინიდან გამოდის
Next post გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდი ანრი ოხანაშვილსა და ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს მხარს უჭერს