როგორც კი პრეცენდენტი იქნება დაშვებული, რომ წონის კლების გამო ადამიანი გამოვიდეს ციხიდან, მართლმსაჯულების მთელი სისტემა ევროპაში უნდა ჩამოიქცეს – ირაკლი კობახიძე

Read Time:45 Second

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილში მისი მხარდამჭერები ლიდერს ხედავენ და სწორედ ამის გამო უნდათ მისი გათავისუფლება ციხიდან.

“რატომ უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება ისევ მის პატრონებს იცით?- ხედავენ რომ ასე შანსი არ აქვთ არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს და არც ხაბეიშვილს. თუ გამოვა სააკაშვილი ციხიდან, ფიქრობენ, რომ მას აქვს ლიდერობის რესურსი. დანარჩენებს რო ეს რესურსი არ აქვთ ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

ხო იურისტი ვარ და ვერ წარმომიდგენია სტრასბურგმა რა უნდა თქვას მათ სასარგებლოდ? ეს პრეცენდენტი, როგორც კი იქნება დაშვებული, რომ ადამიანი თვითდაზიანებას ეწეოდა, ჯერ შიმშილობდა 2 თვე, მერე შიმშილობა გადათქვა, მაგრამ იგივე რეჟიმში აგრძელებდა ყოფნას. ამის გაკეთება ნებისმიერ პატიმარს შეუძლია. როგორც კი პრეცენდენტი იქნება დაშვებული, რომ წონის კლების გამო ადამიანი გამოვიდეს ციხიდან მართლმსაჯულების მთელი სისტემა ევროპაში უნდა ჩამოიქცეს. სტრასბურგმა, რომ გამოიტანოს ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, გამოდის, რომ მთელი ევროპის სასჯელაღსრულების სისტემები უნდა ჩამოაქციოს  არც მეტი და არც ნაკლები,”- აცხადებს კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წმიდა სინოდი: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად
Next post უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ