უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ

Read Time:39 Second

უკრაინული გამოცემა სტრანა.უა ინფორმაციას ავრცელებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ.

„მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იგი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან“, – წერს გამოცემა.

უკრაინული გამოცემა სააკაშვილის ახლო წრეზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე ერთი წელია, რაც იასკოს მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში არ მიუკითხავს და მასთან კონტაქტსაც არ ინარჩუნებს.

მათი აზრით, ის სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა და მის მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა. და უკრაინაში სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა.

„ამბობდა, რომ ორსულად იყო. მიშას და დედამის შეატყობინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. აიძულა იგი გადაეღო ვიდეო-აღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე“, – განმარტავს წყარო მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან.

წყაროს თქმით, იასკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ სააკაშვილის ქონება დედამისზე იყო გაფორმებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორც კი პრეცენდენტი იქნება დაშვებული, რომ წონის კლების გამო ადამიანი გამოვიდეს ციხიდან, მართლმსაჯულების მთელი სისტემა ევროპაში უნდა ჩამოიქცეს – ირაკლი კობახიძე
Next post ალეკო ელისაშვილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე: ამ რეფორმას მხარს დავუჭერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ჩვენთვის ეფექტური არ არის მხოლოდ პროფესიული საკონტრაქტო ჯარი