ალეკო ელისაშვილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე: ამ რეფორმას მხარს დავუჭერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ჩვენთვის ეფექტური არ არის მხოლოდ პროფესიული საკონტრაქტო ჯარი

Read Time:1 Minute, 6 Second

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი დღეს განხილვის მთავარი თემა იყო სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით კოდექსი, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ქვეყნის თავდაცვის სამართლებრივი საფუძვლების ორგანიზების კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. დოკუმენტი 9 კანონსა და 5 კანონქვემდებარე აქტს მოიცავს და სრულად პასუხობს საქართველოს ტოტალური თავდაცვის პრინციპებს.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე დეპუტატებმა დისკუსია გამართეს და საკუთარი მოსაზრებებიც წარმოადგინეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, კოდექსის საფუძველზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება და ორიენტირებული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

„კოდექსის პროექტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურს დაეთმო, სადაც შემოთავაზებულია სამსახურის გავლის სამი ვარიანტი, რომელიც ეფუძნება 6, 8 და 11-თვიან სამსახურს და საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში“, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გავლის წესი, კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმაც მოიწონა და მის მხარდაჭერაზე თანხმობა განაცხადა.

„მართალია მე ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენ, მაგრამ როგორც მოქალაქე, მე ამ რეფორმას მხარს დავუჭერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ჩვენთვის ეფექტური არ არის მხოლოდ პროფესიული საკონტრაქტო ჯარი და ვთვლი, რომ ყველა ახალგაზრდამ, ვისაც ამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, აუცილებლად უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადება“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით დოკუმენტს გაეცნობიან თავდაცვის და სამხედრო ექსპერტები და შემდგომ უკვე შედგება საკომიტეტო მოსმენები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ
Next post ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი სინამდვილეში გვესაუბრებოდა გლობალური ომის პარტიის სახელით, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ევროპარლამენტზე