ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი სინამდვილეში გვესაუბრებოდა გლობალური ომის პარტიის სახელით, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ევროპარლამენტზე

Read Time:1 Minute, 19 Second

საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ფაქტია. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, დარწმუნებულები ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად უფრთხილდებოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ კეთდებოდა აქცენტი კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე, თუმცა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნათელი გახდა საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის სისტემური პრობლემა.

„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, რეზოლუციის ცვლილებების ინიციატორმა ევროპარლამენტარებმა კარგად იციან არსებული რეალობა, თუმცა შეგნებულად მფარველობენ კონკრეტულ დამნაშავეებს, პოლიტიკური ინტერესის გამო.

„მთავარია ქართული საზოგადოება რას როგორ აღიქვამს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან: ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, კუბილიუსს ვგულისხმობ, საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირის და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა, თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის „ევროპის სახალხო პარტია“ – ეს არის გლობალური ომის პარტია. ის სწორედ ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე: ამ რეფორმას მხარს დავუჭერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ჩვენთვის ეფექტური არ არის მხოლოდ პროფესიული საკონტრაქტო ჯარი
Next post გიორგი მარგველაშვილი – სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში