გიორგი მარგველაშვილი – სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში

Read Time:1 Minute, 28 Second

სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე რომ რაღაცას ვამბობ, ამბობენ, რომ გადავამეტე ან რაღაც არასტანდარტული ვთქვი. გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და ამ ხალხის გენოციდი მოხდა. ამოწყვიტეს რუსებმა ფაქტობრივად ჩეჩნების დიდი პროცენტი და დღეს ჩეჩნეთის ახალგაზრდები, სავარაუდოდ იმ გმირების შვილები, ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვიტავენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხდალები და არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია.

აქედან გამომდინარე, რასაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის ამ ომში უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ. რომ შევხედოთ, პოლიტიკურად, მსოფლმხედველურად, ისტორიულად დღეს ორი ხაზია. ერთი არის ბოროტება. ადამიანი, რომელიც მეორე სახელმწიფოს გენოციდს უწყობს და ბავშვებს და ქალებს ხოცავს, მეორე არის სიკეთის ბანაკი. ჩვენ ახლა ნამდვილად არ ვართ სიკეთის ბანაკში. ჯერჯერობით არ ვართ პირდაპირ იქ. ყოველ შემთხვევაში, ამ რიტორიკას რომ ვუსმენ, ისინი არ ამბობენ, რომ არიან უკრაინისკენ, ან არიან დასავლეთისკენ და თავის ოცნებაში არიან იქეთ, რომ რუსეთი რატომღაც რაღაცნაირად გაიმარჯვებს ამ ომში.

ძალიან ვჭირდებით რუსეთს, კატასტროფულად ვჭირდებით. ერთადერთი წარმატება ვართ, ერთადერთი. რუსეთს, რომელიც დარჩა მეგობრებისა და წარმატების გარეშე. ასევე ყველა იმიჯით ჩამონგრეული. ყველა იმიჯით, რომ პუტინი არის უძლეველი, რომ რუსეთის არმია არის უძლეველი, ყველა იმიჯით, რომ პუტინი საერთაშორისო დღის წესრიგს აკონტროლებს და მას ძალიან ბევრი მეგობარი ან მასზე დამოკიდებული ქვეყანა ჰყავს. ფაქტობრივად, ლუკაშენკოს გარდა არავინ დარჩა. ამ ვითარებაში მათთვის საქართველო არის აბსოლუტური ამოსუნთქვა, რადგან საქართველო, ასე ძალიან, როგორც ისინი ამბობენ, ნათლად  და პრინციპულად აფიქსირებს, რომ ისინი დასავლეთთან არ არიან, საქართველო ნათლად აფიქსირებს, რომ უკრაინელების გვერდით კი არა, წინააღმდეგ არიან და საქართველო სააკაშვილით აფიქსირებს, რომ აი, რა მაგარია ვოვა. 2008-ში დაჰპირდა და 2021-ში შეუსრულა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: კუბილიუსი სინამდვილეში გვესაუბრებოდა გლობალური ომის პარტიის სახელით, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ევროპარლამენტზე
Next post არჩილ თალაკვაძე – რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს, აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა