რეჟისორ რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა

Read Time:41 Second

ქართველი რეჟისორის რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა „მზის ქალაქი“ ხორვატიაში, მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა. ინფორმაციას რეჟისორი რატი ონელი ავრცელებს.

ZagrebDox დოკუმენტური ფილმის კინოფორუმია, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და ზაგრებში ყოველწლიურად თებერვლის ან მარტის დასაწყისში იმართება. ფესტივალზე დოკუმენტალისტები მთელი მსოფლიოდან არიან წარმოდგენილი.

ფილმი „მზის ქალაქი“ პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.

ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაში 2013 წელს დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.

ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი” რატი ონელის დებიუტია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეგიონებში სასწრაფო დახმარების 40 ცენტრი აშენდება
Next post ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი – 3000 ლარით დაჯარიმდება