რეგიონებში სასწრაფო დახმარების 40 ცენტრი აშენდება

Read Time:32 Second

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი 220 სპეცმანქანით განახლდა.

“ამ ცვლილებისა და ეკიპაჟების ოპტიმიზაციის შედეგად კი, გამოძახებებზე რეაგირების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამოძახებათა 68%-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე 15 წუთზე ნაკლებ დროში მიდის”, – თქვა თალაკვაძემ.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, სასწრაფოს რაიონული ცენტრებისთვის 40 ახალი ნაგებობა აშენდება. ამათგან 17 ცენტრის სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ამავე წლის მაისში დასრულდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 6 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების აუდიტის შედეგები წარადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა
Next post რეჟისორ რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა