მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა

Read Time:24 Second

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა.  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უხვი ნალექის დროს, მდინარე ენგური მოსახლეობას  მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. ადიდებული მდინარე ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა, რამდენიმე მონაკვეთზე ენგურმა საყანე ფართობებიც მიიტაცა.

პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო მდინარე ენგურის- შამგონას, კოკის და ორსანტიას მონაკვეთებზე. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში კი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება 1 975 200 ლარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა მე არ დავიკარგები
Next post რეგიონებში სასწრაფო დახმარების 40 ცენტრი აშენდება