ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი – 3000 ლარით დაჯარიმდება

Read Time:45 Second

ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით დაჯარიმდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე. ამაზე ვისაუბრეთ, გასული ვიყავით კონკრეტულ ადგილებზე. ზოგადად ეს პრობლემაა ქალაქში. არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვთხოვო, ბატონო გიორგი, 1-ელ აპრილამდე მიეცით გონივრული ვადა ყველას, რომ ეს პრობლემა იქნას გამოსწორებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1-ელი აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. კანონში შეგვაქვს ცვლილებები, დღეის მდგომარეობით ფიზიკურ პირი ჯარიმდება 200 ლარით და იურიდიული პირი – 300 ლარით, ცვლილებების შედეგად, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და იურიდიული პირი – 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა მოწერიგდეს ეს საკითხი. არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს და დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და მერე სხვას მოვთხოვოთ პატივისცემა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჟისორ რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ ZagrebDox-ზე „სპეციალური აღიარება“ მოიპოვა
Next post 8 მარტიდან სკოლებში 1-კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები იწყება