რა უნდა იცოდეს მესაკუთრემ დაგირავებული ქონება რომ არ დაკარგოს

Read Time:55 Second

გირა“ და „გირაოს ხელშეკრულება“ – ტერმინი, რომელსაც მოქალაქეები ხშირად იყენებ, რეალურად სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობისხელშეკრულებაა; რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი გაასესხებს გარკვეული ოდენობის თანხას მსესხებლის სასარგებლოდ, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით იტვირთება მოვალის კუთვნილი უძრავი ნივთი; ხელშეკრულებაში ხდება მითითება, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ, კრედიტორი უფლებამოსილია, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ისარგებლოს მოვალის უძრავი ქონებით.

ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის დაგირავების შემთხვევაში.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეები მხოლოდ ზეპირად თანხმდებიან, ხოლო ხელშეკრულებაში წერილობითი ფორმით არ არის გაკეთებული დათქმა საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ფართით სარგებლობის შესახებ. ეს გარემოება დავის შემთხვევაში მხარეს ართმევს წერილობითი მტკიცებულების წარდგენისა და ფართით მართლზომიერად სარგებლობის შესახებ პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობას.

როგორც წესი ამ ტიპის ხელშეკრულების დამოწმებას მხარეები ახდენენ სანოტარო წესით, რომლის ფარგლებშიც თანხმდებიან სააღსრულებო ფურცლის ამოწერისშესაძლებლობაზე.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ სამართლებრივ რისკებს, რომელიც თან ახლავს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.

სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს აღსრულებაქვემდებარე აქტს, რომელიც გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული თანხის პროპორციულად ყოველგვარი სასამართლო და საარბიტრაჟო დავის გარეშე, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს სურს კრედიტორთან არსებული დავა გადაჭრას სასამართლო წესით, იგი უფლებამოსილია ხელშეკრულების დადების ეტაპზე თანხმობა არ განაცხადოს ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთში 25 წლის გოგოს მამამ კისრის მალები მოტეხა – ბრალდებული დაკავებულია
Next post საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა არც ხვალ ჩატარდება