საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა არც ხვალ ჩატარდება

Read Time:28 Second

საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა არც ხვალ შედგება. დიდი პოლიტიკური გარჩევა ისევ გადაიდო, ამჯერად – მომავალი კვირისთვის. მიზეზი კვლავ პოლიტიკოსთა მოუცლელობა და საორგანიზაციო საკითხებია.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ისინი ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ.

უმრავლესობის სხდომა მანამდე 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ოამის ოფიციალურ მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები დასახელდა. უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, სხდომა ხელოვნურად არ გადადებულა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა უნდა იცოდეს მესაკუთრემ დაგირავებული ქონება რომ არ დაკარგოს
Next post გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას გახსნის