კახეთში 25 წლის გოგოს მამამ კისრის მალები მოტეხა – ბრალდებული დაკავებულია

Read Time:26 Second

“აიპრესის” ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობლების სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

25 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში,მოგვიანებით კი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

“ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგის ჩარევას, ამიტომ კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს”, – განაცხადა”აიპრესთან” საუბრისას კლინიკის “არქიმედეს” ხელმძღვანელმა, ოთარ რუაძემ.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს 25 წლის ქალზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – შრომის უსაფრთხოების დასაცავად მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის
Next post რა უნდა იცოდეს მესაკუთრემ დაგირავებული ქონება რომ არ დაკარგოს