რა უნდა გქონდეთ საოჯახო აფთიაქში, როცა ქალაქგარეთ გადიხართ

Read Time:1 Minute, 25 Second

მათ, ვისაც პატარა შვილები ჰყავთ, განსაკუთრებით გამოადგებათ ეს რეკომენდაციები. პატარები გამუდმებით დაგვყავს ქალაქგარეთ – ჰაერის გამოსაცვლელად თუ სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებით. გაზაფხულიდან მთის კურორტები ხდება აქტუალური – სურამი, აბასთუმანი, ბახმარო და სხვები, ზაფხულიდან კი მათ საზღვაო კურორტებიც ემატება. გარდა იმისა, რომ ფინანსურად უნდა აღიჭურვოთ მაქსიმალურად, არ დაივიწყოთ საგარეო-საშინაო, თბილი თუ თხელი სამოსი ბავშვისთვის, ასევე აუცილებელია, ყოველთვის იქონიოთ თან პირველადი მოხმარების პრეპარატები, ჰიგიენური ნივთები და საოჯახო აფთიაქისთვის აუცილებელი სხვადასხვა ატრიბუტი. გთავაზობთ აუცილებელ ჩამონათვალს:

  • • აფთიაქში, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული

    წამლები, თუ, რა თქმა უნდა, მკურნალობა გჭირდებათ.

  • • აგარაკზე ყველაზე ხშირად შეიძლება ხელი გაიჭრათ, ხიჭვი შეგესოთ, სხეულის დაჟეჟილობა მიიღოთ, მყესები დაგეჭიმოთ, მწერებმა დაგკბინოთ, სასურველია, თქვენს აფთიაქში მოიძებნებოდეს: წყალბადის ზეჟანგი. წყალბადის ზეჟანგს ბაქტერიციდული თვისების გარდა სისხლის შემაჩერებელი თვისებაც აქვს. იოდი და ბრილიანტის მწვანე – ეს პრეპარატები ჭრილობის დამუშავებისთვის არ არის გათვალისწინებული. ჭრილობის დამუშავება სპირტხსნარებით არ შეიძლება, ისინი წვავენ ქსოვილს. ამ დროს ჭრილობის შეხორცებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს და ნაიარევიც დარჩეს. იოდი და ბრილიანტის მწვანე შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ჭრილობა უმნიშვნელოა, დიდი ფართობი უჭირავს და ინფიცირების საფრთხე არსებობს.
  • • თერმომეტრი და სიცხის დამწევი საშუალებები ისაა, რაც აუცილებლად უნდა იყოს

    საოჯახო აფთიაქში.

  • • ბამბა, ფართო და ვიწრო ბინტები, მარლის ნაჭრები, სტერილური ხელსახოცები, ინდივიდუალური გადასახვევი პაკეტები – ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში.
  • • დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებები. კოცონი აგარაკზე დასვენების ერთ-ერთი მთავარი ხიბლია, შესაბამისად, დამწვრობის რისკიც დიდია.
  • • ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები. მწერების ნაკბენებმა შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება საჭესთან დაუშვებელია.
  • • დამამშვიდებელი საშუალებები – კატაბალახასა და სხვა მცენარეულ პრეპარატებზე დამზადებული. მაგალითად, ტრანქვილი, რომელიც დამამშვიდებელი თვისებების მქონე მცენარეების ნაკრებია.
  • • ქალაქგარეთ მოხვედრილ ბავშვს ასევე ხშირად აქვს კუჭნაწლავის პრობლემები – ენტეროვირუსის, წყლის თუ უბრალოდ ადაპტაციის პრობლემის გამო. ამიტომ აუცილებლად უნდა გქონდეთ თან წამლები, რომლებიც დაგეხმარებათ დიარეის, გულისრევის თუ ყაბზობის დროს. მაგალითად, აქტივირებული ნახშირი, რომელიც ბევრ შემთხვევაში გამოგადგებათ, მაგალითად – პროკომბო – პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების კომბინაცია.
  • • უნდა გქონდეთ სპაზმის მომხსნელი საშუალებები, მაგალითად – ნო-შპა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რას მიირთმევენ ბავშვები ყველაზე უკეთ ექსკურსიებზე და რა არ უნდა წაიღოთ
Next post “აღარ მინდა, რომ რომელიმე პროექტში ისევ გავიდეს” – მაკა ზამბახიძის შვილი “იქს ფაქტორს” გამოეთიშა