რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან ორსულობის პერიოდში – უფლებები და შეღავათები რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

Read Time:1 Minute, 57 Second

რა შეღავათებით და უფლებებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ ორსულობის პერიოდში  – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალის შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის შრომის კოდექსში არაერთი დადებითი ცვლილება შევიდა, სტანდარტი ყველასთვის საერთო არ არის და კანონის აღსრულება საჯარო და კერძო სექტორში განსხვავებულად ხდება.

როგორი შრომითი უფლებები აქვთ განსაზღვრული ორსულებს? – ორსულებმა აუცილებელია იცოდნენ ის უფლებები რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, რა ეკუთვნით სახელმწიფოსგან და როგორ უნდა დაიცვან საკუთრი შრომითი უფლებები:

დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებული ორსულობისა და დედობის შვებულების მთელი პერიოდის განმავლობაში სამსახურიდან დაითხოვოს. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს.

დამსაქმებელი ვალდებულია, ორსული ქალი დაიცვას ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას.

აკრძალულია ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

აკრძალულია ღამის სამუშაოზე ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

საჯარო მოხელეს უფლება აქვს ორსულობის პერიოდში ან 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით ისარგებლოს.

დასაქმებულს, რომელიც კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, უფლება აქვს ისარგებლოს დამატებით 1-საათიანი ანაზღაურებადი შესვენებით.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დასაქმებულს 730 დღით ეკუთვნის შვებულება, საიდანაც 183 დღე ანაზღაურებადია. დანარჩენი კი უხელფასო შვებულებაა.

ჩვილის შვილად აყვანის შემთხვევაში შვებულება 550 კალენდარული დღეა. ანაზღაურდება 90 დღე.

როგორ რეგულირდება ორსულებისთვის შრომითი უფლებები დამსაქმებელთან – ამაზე “რუსთავი 2-თან” ყოფილმა დეპუტატმა, შრომითი ურთიერთობების სპეციალისტმა ბექა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორსული თანამშრომლების მიმართ კანონის არასათანადოდ აღსრულების პრობლემა ძირითადად კერძო სექტორში იკვეთება.

“დეკრეტული შვებულება, რომელიც ანაზღაურებადია რეალურად მხოლოდ საჯარო სექტორშია ეს არის რეალობა. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეს კერძო სექტორში საერთოდ არ არის და სახელმწიფო იხდის 1000 ლარს სულ ეს არის. კერძო სექტორში კი იღებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ანაზღაურებადი. ვალდებულება უნდა გაჩნდეს, რომ 6 თვე მაინც იყოს ანაზღაურებადი, მე არ ვამბობ, რომ ისე იყოს როგორც ყველგან მაგრამ მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა აანაზღაურონ. კერძო სექტორი დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს, ამიტომ ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ეს წახალისებაცაა დემოგრაფიული კუთხით, ამიტომ სახელმწიფომ ეს რეგულაცია უნდა შემოიღოს,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

რამდენად არის ადაპტირებული დეკრეტული შვებულება მამაკაცებზე? 

“დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

აქ არჩევანზეა შეუძლია აირჩიონ ან ქალი იღებს ან კაცი, ორივეს შემთხვევაში ვერ იქნება ანაზღაურებადი დეკრეტი ან შესაძლოა დღეები გაიყოს და ნაწილი ერთმა მეუღლემ აიღოს ნაწილი მეორემ,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია – იცით, როგორ შრომობდა სააკაშვილი, ერთდროულად ათ საქმეს აკეთებდა და მეთერთმეტეზე ფიქრობდა, უცებ შეეცვალა ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი, ეს მდგომარეობაც კი ავად გაგხდის
Next post რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს