რატი ბრეგაძე: მტკნარი სიცრუეა, თითქოს პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ

Read Time:52 Second

რამდენიმე დღის წინ კვლავ იყო ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, თითქოს დაქოქილია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან – ეს მტკნარი სიცრუეა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მერე ასევე ითქვა, რომ დიპლომატების მიერ განხორციელებული დემარშის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც ასევე ტყუილია. ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება და შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ჩამოეყვანა ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთან არაფერი შემოსულა და მხოლოდ გუშინწინ შემოგვივიდა წერილი გიული ალასანიასგან, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მას წერილობითაც ვუპასუხეთ და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია, სადაც მას აუხსნეს, თუ რა მოქმედებებია გასატარებელი უცხოელი ექიმების შემოსაყვანად მკურნალობის მიზნით. პირველ რიგში. მათ უნდა წარმოადგინონ ექიმების სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ, შემჭიდროებულ ვადებში, პენიტენციური სამსახური იმსჯელებს კლინიკაში მათ დაშვებასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღემდე მსგავსი ტიპის გამართული მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ ვერც ერთი ექიმის შეყვანაზე. ესეც არის მიმდინარე კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სპეკულაცია იყოს, რომ თითქოს ვინმეს არ უშვებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება
Next post მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა