ჟინვალის წყალსაცავში წყლის შემცირების გამო მოსახლეობას გრაფიკი დაუწესდა

Read Time:31 Second

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, დუშეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდება, საღამოს 18:00-დან 24:00 საათამდე. სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება ჟინვალის მოსახლეობასაც, ყოველდღე 18:00-დან 24:00 საათამდე. ამის შესახებ Reginfo წერს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დანარჩენ დღეებში დუშეთის უბნებში, სკოლამდელი აღზრდის ცენტრებსა და სკოლებში, მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანები მიაწვდიან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, რომ შეუძლებელი გახდა სატუმბ სადგურში არსებული ტუმბო – აგრეგატების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქ დუშეთში 6000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დაბა ჟინვალში კი 1800.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის აკრძალვას პრეზიდენტს და მთავარობას სთხოვს
Next post გია მაისაშვილის ცხედარს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ