„პუტინი მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება“ – ზელენსკი

Read Time:39 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიის, ციმბირისა და რუსეთის სხვა ხალხებს მოუწოდებს, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლონ, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება.

„რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ხალხს მივმართავ: თქვენ არ გაქვთ მიზეზი, იყოთ მრავალთა შორის, ვინც კვლავ ემსახურება მას, ვისაც ეს ომი უნდა. თქვენ არ უნდა დაიღუპოთ უკრაინაში, თქვენი შვილები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას. იბრძოლეთ,  დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ ბრძოლა თქვენი სიცოცხლის უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგი ტალღებს დაიწყებს. ის ადამიანი, რომელმაც ეს ომი დაიწყო, მხოლოდ მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება, ის შეეცდება, რომ სიცოცხლე სხვებსაც წაართვას.

უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
Next post არჩილ თალაკვაძე: დღეს საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულია