პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Read Time:1 Minute, 2 Second

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. ამავე საჯარო სკოლის დირექტორმა სათანადო კონტროლი არ გაუწია სკოლის კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რითიც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა და საჯარო სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიითვისა.

სამართალდამცველებმა სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ბუღალტერი დანაშაულის ჩადენის შემდგომ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც – 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება ამავე სკოლის დირექტორს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გეგმა ვისაც ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში მათ ჩამოიყვანეს, ახლა პასუხისმგებლობას გრძნობენ და გვთხოვენ მის გათავისუფლებას
Next post ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი