ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

Read Time:35 Second

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა – ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს არის აგენტი, ყველა, ვინც ამას ამბობს არის ჩვეულებრივი აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში მშვიდობის დარღვევა უნდა და ამის უკან დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები.

„მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის მიმართ, რადგან ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
Next post შალვა პაპუაშვილი: გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე მთავარი სულისკვეთებაა, რომ ევროპა – ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე