პრემიერმა “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული საწარმო, “მეღვინეობა ნაბერაული” დაათვალიერა

Read Time:50 Second

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი “აწარმოე საქართველოში” ფინანსურად უჭერს მხარს მსგავს საწარმოებს, რაც თავისმხრივ, აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, მეღვინეობა “ნაბერაულში” განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან დიასამიძემ უმასპინძლა.

„ნაბერაული ვაინსი” 2018 წელს დაარსდა. ამავე წელს მოიპოვა 600 000 ლარის ოდენობის გრანტი პროექტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ და 2019 წელს ააშენა ღვინის საწარმო, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიონი ლარი შეადგინა.

“ნაბერაულის” ღვინის საწარმო თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საწარმოს გარშემო გაშენებულია კომპანიის კუთვნილი ვენახები.

კომპანიის წლიური წარმადობა 120 ტონამდე ღვინის სითხეს შეადგენს. აქედან რეზერვუარების წილი 84 ტონა, ქვევრის 35, კასრის კი 2 ტონამდეა.

ღვინის კომპანიაში დასაქმებული 20 თანამშრომლიდან 10 ადგილობრივი მცხოვრებია.

“ნაბერაული ვაინსის” ღვინის ასორტიმენტს წამოადგენს ისეთი რაჭული ღვინოები, როგორებიცაა ხვანჭკარა, რაჭული მწვანე, რაჭული საფერე და ალექსანდროული.

მთავრობის მეთაურთან ერთად საწარმოში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქარსელაძე: ბოლო წლებში ქუთაისი განსაკუთრებით განვითარდა ინფრასტრუქტურული კუთხით
Next post გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძეზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა