გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძეზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

Read Time:44 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძის III და lV მიკრორაიონებში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მათი თხოვნები მოისმინა და არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობამ, განხორციელებული რეფორმებით, დაამტკიცა, რომ აქვს თბილისის განვითარების სწორი ხედვა და ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს ადგილობრივი მოსახლების წინაშე არსებობს, ეტაპობრივად დაიძლევა.

“წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ნუცუბიძის III და lV მიკრორაიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდით, მათი საჭიროებები მოვისმინეთ და ის გეგმები გავაცანით, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ. ჩვენთვის ამ ადამიანების მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი აქტიური ჩართულობით უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე ამ დროისთვის დგას. ჩვენ ჩვენი ოთხწლიანი საქმიანობით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება და გვაქვს ქალაქის სწორად განვითარების გეგმა, შესაბამისად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, ეტაპობრივად მოგვარდება”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერმა “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული საწარმო, “მეღვინეობა ნაბერაული” დაათვალიერა
Next post მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ზუგდიდის 23 სოფელში გამართა