მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ზუგდიდის 23 სოფელში გამართა

Read Time:40 Second

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ უკვე 23 სოფელში გამართა
ინდივიდუალური შეხვედრა. მერობის კანდიდატი დარჩელისა და კიროვის
ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

„მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულ წინსვლებს, რომელიც
აღინიშნება ამ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში. აღსანიშნავია, რომ სრულად არის
გაზიფიცირებული სოფლები. ასევე, ორივე სოფელში, ერთგან აშენდა ახალი საჯარო
სკოლა, მეორეს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. უახლოეს ხანებში დაიწყება საბავშვო
ბაღის მშენებლობა.  მოგვარდა რამდენიმე შიდა საუბნო გზის პრობლემა. შეხვედრაზე
გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები: ეს გახლავთ, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე
ჯუმზე, რა თქმა უნდა შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარკვეულ ნაწილში წყლის
მიწოდების პრობლემები, რომელიც აუცილებლად მოხდება ჩვენს სამუშაო გეგმებში და
ასევე მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია თუ რა პერიოდებში
განვახორციელებთ ამ  პროექტების მშენებლობას“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

შეხვედრებს მერობის კანდიდატთან ერთად პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ზაზა ანდრიაძე ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძეზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით, მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმისა“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე