ირაკლი ქარსელაძე: ბოლო წლებში ქუთაისი განსაკუთრებით განვითარდა ინფრასტრუქტურული კუთხით

Read Time:49 Second

ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული შესაძლებლობების ქალაქი, არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთელს ქვეყანაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით ქალაქი განსაკუთრებით განვითარდა. ყოველთვის გამოწვევა იყო 24 საათიანი წყალმომარაგება, რომელიც უკვე მოგვარებულია, დაწყებულია წყალარინების სისტემის პროექტირება. 57 ქუჩაზე დავამთავრეთ სამუშაოები, თუმცა წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებთან დაკავშირებით არის პრობლემები. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, ეს ქუჩებიც დასრულდება სექტემბრის ბოლოსთვის“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 5 ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია, დამატებით დაიწყება კიდევ ერთი სკოლის. აშენდება ახალი სივრცეები, ლაბორატორიები, სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობას, რომლის მშენებლობა 18 თვეში მთავრდება.

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გაკეთდება ფალიაშვილის ქუჩა და გვექნება ბაღი. ვიწყებთ ქუთაისის ურბანული განახლების პროექტირებას. აბსოლუტურად შეიცვლება ძველი ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, ახალი მარშრუტებით, კაფეებით, მაღაზიებით, ახალი შესაძლებლობებით“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოსვლის ბოლოს, მან წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს სოსო ხახალეიშვილს და აღნიშნა რომ ის ქუთაისისთვის ღირსეული მერი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა ლომინაძე – ,,ქართულმა ოცნებამ’’ ბევრი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა ქუთაისში, კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება
Next post პრემიერმა “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული საწარმო, “მეღვინეობა ნაბერაული” დაათვალიერა