ზაზა ლომინაძე – ,,ქართულმა ოცნებამ’’ ბევრი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა ქუთაისში, კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება

Read Time:48 Second

ქუთაისის განვითარებისთვის   საჭიროა ძლიერი  თვითმმართველობა. მჯერა, რომ მერობის კანდიდატი  იოსებ ხახალეიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მომავალი 4 წელი იქნება  ძალიან  წარმატებული  ქუთაისის განვითარებისთვის – განაცხადა  ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ზაზა ლომინაძემ, ,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატის  იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე.

ლომინაძის განცხადებით,  ქუთაისში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და კიდევ  არა  ერთი  პროექტი განხორციელდება

,,ამაყი  და  ბედნიერი  ვარ  დღეს,  რომ ვდგავარ  აქ,  თქვენთან  ერთად,  როგორც  საქართველოს  პარლამეტის  მაჟორიტარი  დეპუტატი   ქუთაისიდან. ,,ქართულმა ოცნებამ’’ ბევრი ინფრასტრუქტურული,  საგანმანათლებლო  პროექტი განახორციელა ქუთაისში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში. ჩვენ  ვიცით,  რომ  დაწყებულია  ოლიმპიური  აუზის  მშენებლობა, საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაცია ფეხბურთის აკადემიას აშენებს.  ორივე ობიექტი მომავალ წელს ჩაბარდება ჩვენს ქალაქს, მაგრამ ჯერ  კიდევ  ბევრი  პრობლემა რჩება,  ახალ თვითმმართველობასთან და მერიასთან ერთად, უნდა  გავაგრძელოთ  მუშაობა   და ყველა  ეს  დაწყებული  პროექტები   ბოლომდე  უნდა  მივიყვანოთ. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ქართული ტრადიციების ევროპულ ქალაქად. ამისთვის საჭიროა ერთად დგომა, რადგან გამოწვევები ბევრია პანდემიის ფონზე.  ქუთაისის განვითარებისთვის   საჭიროა ძლიერი  თვითმმართველობა. მე მჯერა, რომ მერობის კანდიდატი  იოსებ ხახალეიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მომავალი 4 წელი იქნება  ძალიან  წარმატებული  ქუთაისის განვითარებისთვის“ – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობა საგარეო ვალს ამცირებს, ეს არის მნიშვნელოვანი მაკროფინანსური სტაბილურობისათვის
Next post ირაკლი ქარსელაძე: ბოლო წლებში ქუთაისი განსაკუთრებით განვითარდა ინფრასტრუქტურული კუთხით